მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 9:3

2. და გამოსთხოვა ეპისტოლენი დამასკოს სინაგოგებისადმი, რათა თუ ამ მოძღვრების მიმდევარს ჰპოვებდა ვინმეს, კაცსა თუ ქალს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმს.3. გზად მიმავალი რომ მიუახლოვდა დამასკოს, ანაზდეულად ნათელმა მოიცვა ზეცით.4. მიწაზე დაეცა და მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე?
მოციქულთა საქმეები თავი 9
3. გზად მიმავალი რომ მიუახლოვდა დამასკოს, ანაზდეულად ნათელმა მოიცვა ზეცით.
თავი ი̂გ. პავლეს დაბრმობისა და კუალად ნათლისღების მიერ განათლებისათჳს.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მი-ოდენ რაჲ-ვიდოდა იგი და მიეახლა დამასკესა, მეყსეულად იყო გარემო მისა ბრწყინვალება ზეცით გარდამო. და იგი დაეცა ქუეყანასა ზედა (9,3-4).:

თარგმანი: ამისთჳს არა იერუსალემს, არცა დამასკოს, არამედ გზასა ზედა ეჩუენა ბრწყინვალებაჲ იგი, რაჲთა არა სხუამან სხუებრ თქუმითა საეჭუელ ყონ სასწაული იგი, არამედ თჳთ კმა იყოს მთხრობელად და უტყუელად მომთხრობელად აღრიპპაჲსსა, რაჲ-იგი მას გზასა ზედა შეემთხჳა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის