თარგმანი: უმაღლეს ყოველთა მოციქულთასა და უკადნიერეს იწყო განცხადებად, ვითარმედ ქრისტე მე არს ღმრთისაჲ. ვინაჲცა საკჳრველ იყო, ვითარ რომლისა-იგი პირველ კაცებისაცა სახელსა ვერ თავს-იდებდა სმენად, აწ მისთჳს წიგნთაგან მოსესთა და წინაჲსწარმეტყუელთასა გულისჴმა-უყოფს პურიათა, ვითარმედ: ქრისტე ჭეშმარიტად ღმერთი არს და კაცი სრული. და არა ჰრცხვენის მყის შეცვალებისაგან თჳსისა, რამეთუ, იხილა რაჲ გზასა ზედა იესუ, მყის ზეშთა იქმნა ყოვლისა კაცთმოთნებისა, ვითარცა ჭეშმარიტებით შედგომილი ქრისტეს მონებისაჲ.
მოციქულთა საქმეები 9:21
20. დაუყოვნებლივ დაიწყო ქადაგება სინაგოგებში და ამბობდა, რომ ქრისტე ძე არის ღვთისა.21. ყველა მსმენელი განცვიფრებული ამბობდა: განა ეს არ არის, იერუსალიმში მუსრს რომ ავლებდა ამ სახელის მხმობელთ? აქაც ხომ იმისთვის მოვიდა, რომ შეეკრა და მღვდელმთავართათვის მიეგვარა ისინი?22. სავლე კი სულ უფრო ძლიერდებოდა და საგონებელში აგდებდა დამასკოელ იუდეველებს, რადგანაც ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე.
მოციქულთა საქმეები თავი 9