მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 9:22

21. ყველა მსმენელი განცვიფრებული ამბობდა: განა ეს არ არის, იერუსალიმში მუსრს რომ ავლებდა ამ სახელის მხმობელთ? აქაც ხომ იმისთვის მოვიდა, რომ შეეკრა და მღვდელმთავართათვის მიეგვარა ისინი?22. სავლე კი სულ უფრო ძლიერდებოდა და საგონებელში აგდებდა დამასკოელ იუდეველებს, რადგანაც ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე.23. საკმაო დრომ რომ განვლო, იუდეველებმა განიზრახეს მოეკლათ იგი.
მოციქულთა საქმეები თავი 9
22. სავლე კი სულ უფრო ძლიერდებოდა და საგონებელში აგდებდა დამასკოელ იუდეველებს, რადგანაც ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე.
თავი ი̂გ. პავლეს დაბრმობისა და კუალად ნათლისღების მიერ განათლებისათჳს.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მეყსეულად შესაკრებელთა შინა ქადაგებდა ქრისტესა, ვითარმედ: ესე არს ძე ღმრთისაჲ. და დაუკჳრდებოდა ყოველთა, რომელთა ესმოდა და იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ტყუენვიდა იერუსალემს შინა, რომელნი ჰხადოდეს სახელსა იესუჲსსა, და აქაცა მისთჳს მოსრულ იყო, რაჲთა კრულნი აღიყვანნეს იგინი მღდელთმოძღუართა თანა? ხოლო სავლე უფროჲს განძლიერდებოდა და შეჰკრებდა ჰურიათა, რომელნი მყოფ იყვნეს დამასკეს შინა, და გულისჴმა-უყოფდა, ვითარმედ ესე არს ქრისტე. (9,20-22).:

თარგმანი: უმაღლეს ყოველთა მოციქულთასა და უკადნიერეს იწყო განცხადებად, ვითარმედ ქრისტე მე არს ღმრთისაჲ. ვინაჲცა საკჳრველ იყო, ვითარ რომლისა-იგი პირველ კაცებისაცა სახელსა ვერ თავს-იდებდა სმენად, აწ მისთჳს წიგნთაგან მოსესთა და წინაჲსწარმეტყუელთასა გულისჴმა-უყოფს პურიათა, ვითარმედ: ქრისტე ჭეშმარიტად ღმერთი არს და კაცი სრული. და არა ჰრცხვენის მყის შეცვალებისაგან თჳსისა, რამეთუ, იხილა რაჲ გზასა ზედა იესუ, მყის ზეშთა იქმნა ყოვლისა კაცთმოთნებისა, ვითარცა ჭეშმარიტებით შედგომილი ქრისტეს მონებისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის