თარგმანი: ვითარ-ესე ცხად არს სიტყუათა ამათგან, წინაჲთვე მეგობარ იყო ბარნაბა პავლესსა. ამისთჳს წინაჲთვე გამოეკითხა მისთჳს დამასკოს ქმნილი იგი მოქცევაჲ მისი, და მი-რაჲ-ვიდა იერუსალემდ, დაღაცათუ თჳთ პავლე მოწაფეთა თანა ოდენ აღჰრაცხდა თავსა სიმდაბლითა გონებისაჲთა, არამედ ბარნაბა თავთა მოციქულთა მიჰგუარა იგი — პეტრეს და იოვანეს, ვითარცა ღირსი მათ თანა აღრიცხუვისაჲ მჴურვა-ლებისათჳს საღმრთოდ მოშურნეობისა მისისა.
მოციქულთა საქმეები 9:27
26. სავლე იერუსალიმში მივიდა და ცდილობდა შეერთებოდა მოწაფეებს, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, რადგანაც არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო.27. ხოლო ბარნაბამ წაიყვანა იგი, მოციქულებს მიჰგვარა და უამბო მათ, როგორ იხილა გზაზე უფალი, რა უთხრა უფალმა მას და რა თამამად ქადაგებდა დამასკოში იესოს სახელით.28. ასე დარჩა მათთან ერთად იერუსალიმში, მიმოდიოდა და თამამად ქადაგებდა უფლის სახელით.
მოციქულთა საქმეები თავი 9