მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 9:28

27. ხოლო ბარნაბამ წაიყვანა იგი, მოციქულებს მიჰგვარა და უამბო მათ, როგორ იხილა გზაზე უფალი, რა უთხრა უფალმა მას და რა თამამად ქადაგებდა დამასკოში იესოს სახელით.28. ასე დარჩა მათთან ერთად იერუსალიმში, მიმოდიოდა და თამამად ქადაგებდა უფლის სახელით.29. ელაპარაკებოდა და ეპაექრებოდა ელინისტებსაც, ისინი კი ცდილობდნენ მოეკლათ იგი.
მოციქულთა საქმეები თავი 9
28. ასე დარჩა მათთან ერთად იერუსალიმში, მიმოდიოდა და თამამად ქადაგებდა უფლის სახელით.
თავი ი̂გ. პავლეს დაბრმობისა და კუალად ნათლისღების მიერ განათლებისათჳს.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და იყო მათ თანა და შევიდოდა იერუსალემს და განეცხადებოდა სახელითა უფლისა იესუჲსითა. ეტყოდა და გამოეძიებდა ბერძლ მეტყუელთა მათ თანა. ხოლო იგინი განიზრახვიდეს მოკლვასა მისსა. და ვითარცა აგრძნეს ესე ძმათა, წარიყვანეს კესარიად და წარგზავნეს იგი ტარსუნდ (9,28-30).:

თარგმანი: მოციქულთა თანა რაჲ იყო, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, შევიდოდა და განვიდოდა იერუსალემდ. ესე იგი არს, კადნიერებით და სიყუარულით უშიშად ქადაგებდა სახარებასა, ხოლო იტყოდა და გამოეძიებდა მათ თანა ოდენ ჰურიათაგანთა, რომელთა ბერძლ მეტყუელებაჲ იცოდეს, რამეთუ ებრაელობასა ოდენ მზრახვალნი იგი ძუელნი ჰურიანი არცაღა მიხედვად მისსა თავს-იდებდეს. გარნა ბერძლ მეტყუელნიცა იგი ეშურვნეს-ვე მას, რამეთუ კადნიერებით ქადაგებდა ღმრთეებასა ქრისტესსა. ამისთჳს განიზრახეს მოკლვაჲ მისი. ხოლო მორწმუნეთა ძმათა შეეშინა, ნუ-უკუე სტეფანესებრ განტჳნონ იგი. ამისთჳს შთაიყვანეს კესარიად და მიერ ნავითა წარგზავნეს მამულად მისსა ტარსუნდ, რაჲთა მუნ თჳსთა მათ მისთა მოქალაქეთა კადნიერად უქადაგოს ღმრთეებაჲ ქრისტესი. გარნა შენ იხილე, ვითარ არა ყოველსავე მადლი იქმს, რაჲთა არა ზეშთა კაცობრივისა ბუნებისა ჰგონნე მოციქულნი, არამედ მათცა უძლურებაჲ თანა-ედვა და ღონის-ძიებაჲ უჴმდა, ეშინოდა და ივლტოდეს, რაჲთა სცნა, ვითარმედ მსგავსად ჩუენსა მოკუდავითა ჴორცითა მოიღუაწეს მათ ღუაწლი იგი კეთილი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის