თარგმანი: ვითარცა ერისმთავარი ზეცისა მეუფისაჲ, ეგრეთ მიმოჰვლიდა თავი მოციქულთაჲ ყოველსა სოფელსა შინა, რაჲთა, რომელიცა კერძოჲ იხილოს ქრისტეს ბანაკისაჲ მოუძლურებულად, დაჴსნილი იგი განაძლიეროს, ხოლო ახოვანი უმეტესად განამტკიცოს და განაძლიეროს. ამისთჳს შთავიდა ლუდიას, რომელსა-იგი აწ დიოსპოლი უწოდიან, და მივიდა წმიდათა მათ. ეჰა მაშინდელიღა იგი სიმდიდრე სათნოებისაჲ! ვითარ ლიტონთა და მსოფლიოთა კაცთა წმიდა ეწოდებოდა, რომელი აწ ჰეთუმცა მონაზონთათჳს ითქუმოდა, სოფლით განშორებულთა. ხოლო სლვასა მას შინა პეტრესსა მრავალთა მოქცევისა მიზეზ ყო განკურნებაჲ რვა წელ მდებარე შესწავებულისა ენეაჲსი, და არღარაჲ სიტყუაჲ მოჰჴადა მას ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისათჳს, ხოლო სასწაული იგი უფალსა მიაჩემა დიდად-შუენიერებითა სიმდაბლისაჲთა, ვითარმედ: არა მე, არამედ იგი განგკურნებს შენ. გარნა მისი სარწმუნოებაჲ ამით გამოჩნდა, რამეთუ მყის სმენასავე თანა სიტყჳსასა აღდგა და ესოდენ სრულიად განმრთელდა, ვიდრეღა ყოველთა მკჳდრთა ლუდიისა და სარონისათა მომაქცეველ ექმნა მის ზედა ქმნილი იგი საკჳრველებაჲ. შეისწავე უკუე, ვითარმედ სხუაჲ არს სარონი ესე მახლობელი ლუდიისაჲ და სხუა —...
მოციქულთა საქმეები 9:35
34. უთხრა მას პეტრემ: ენეას, იესო ქრისტე განგკურნავს შენ! ადექი, თვითონვე გაასწორე შენი საწოლი. და ისიც მაშინვე ადგა.35. მაშინ მისი შემყურე ლიდიისა და სარონის ყველა მკვიდრი უფლისაკენ მოიქცა.36. ხოლო იოპეში იყო ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს; სავსე იყო კეთილი საქმითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა.
მოციქულთა საქმეები თავი 9