...ლო, არამედ თვით გამოცდილებიდან შეიტყვე, თუ როგორ სძლია მოწყალების ძალამ სიკვდილის ძალსაც. იყო ერთი ქალი — ტაბითა, სახელი, რომელიც თარგმანით ნიშნავს „ქურციკს"; ის ყოველდღე მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ მოწყალებას გასცემდა, და ამით სიმდიდრეს იკრებდა; წერილის თანახმად, ქვრივებს მოსავდა, სხვა ყოველგვარ დახმარებასაც უწევდა (). მოხდა ისე, რომ ავად გახდა და მოკვდა. ახლა ნახე, საყვარელო, როგორ მიაგეს მის მიერ შეწყალებულებმა და შემოსილებმა თავიანთ კეთილმყოფელს: მოციქულს მიუდგნენ, წერილის თანახმად, თვით სამოსელსა და ყოველივეს უჩვენებდნენ, რასაც ქურციკი ცოცხალი რომ იყო, მათთვის აკეთებდა; თავიანთ მკვებავს უკან მოუხმობდნენ ცრემლით და ამით მოციქულს თანალმობისკენ ხრიდნენ. რა მოიმოქმედა ნეტარმა პეტრემ? „მოიდრიკნა მუჴლნი, — ნათქვამია, — და ილოცა. და მოექცა გუამსა მას და ჰრქუა: ტაბითა, აღდეგ. და მან მეყსეულად აღიხილნა თუალნი თჳსნი და, იხილა რაჲ პეტრე, წარმოჯდა. ხოლო მან მისცა მას ჴელი და აღადგინა იგი და მოუწოდა წმიდათა მათ და ქურივთა და წარუდგინა იგი ცოცხალი" (საქმ 9:40–41). ხედავ მოციქულის ძალას, უფრო კი — მასში მოქმედი უფლის ძალას? ხედავ, ამ ცხოვრებაშიც რა მოსაგებელი იყო ქვრივებისთვის გაწეული კეთილმოქმედებისათვის? და კი რა გაუკეთა მან ქვრივებს იმდენად, რა...
მოციქულთა საქმეები 9:36
35. მაშინ მისი შემყურე ლიდიისა და სარონის ყველა მკვიდრი უფლისაკენ მოიქცა.36. ხოლო იოპეში იყო ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს; სავსე იყო კეთილი საქმითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა.37. მოხდა ისე, რომ იმ დღეებში დასნეულდა და მოკვდა. განბანეს და ქორედში დაასვენეს.
მოციქულთა საქმეები თავი 9