მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 9:39

38. რაკი იოპე ლიდიასთან ახლოსაა, მოწაფეებმა გაიგეს, პეტრე იქ არისო, და სათხოვნელად აახლეს ორი კაცი, რათა დაუყოვნებლივ მისულიყო მათთან.39. პეტრეც ადგა და გაჰყვა მათ. როცა მივიდა, ქორედში აიყვანეს, სადაც შემოეხვივნენ ქვრივი ქალები, მწარედ რომ ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქსოვდა ტაბითა, სანამდის მათთან იყო.40. პეტრემ გარეთ გაიყვანა ყველა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მერე კი მიუბრუნდა გვამს და თქვა: ტაბითა, აღდეგ! მანაც გაახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.
მოციქულთა საქმეები თავი 9
39. პეტრეც ადგა და გაჰყვა მათ. როცა მივიდა, ქორედში აიყვანეს, სადაც შემოეხვივნენ ქვრივი ქალები, მწარედ რომ ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქსოვდა ტაბითა, სანამდის მათთან იყო.
თავი ი̂დ. განკურნებისათჳს ენეაჲსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ტაბითაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და აღდგა პეტრე და წარვიდა მათ თანა, რომელი ვითარცა მივიდა, აღიყვანეს ქორსა მას ზედა და გარე-მოადგა მას ქურივები იგი. ყოველნი ტიროდეს და უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რავდენსა იქმოდა, მათ თანა რაჲ იყო ტაბითა (9,39).:

თარგმანი: სიმდაბლითა გონებისაჲთა უცონელად შეუდგა პეტრე მწოდებელთა, და მი-რაჲ-ვიდა იოპედ, არა ლიტონითა სიტყჳთა, არამედ საქმეთა მიერ სათნოებისათა აღსძრვიდეს მას წყალობად ქურივნი იგი, რაჲთა აღადგინოს მკუდრეთით საქმითა ჴელთა თჳსთაჲთა შემმოსელი იგი შიშულოებისა მათისაჲ ტაბითა. იხილე ძალი მოწყალებისაჲ, რომელი საწუთროსა ამასცა და საუკუნესა მასცა ძლიერად შეეწევის კაცსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის