მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 9:7

6. შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა უთხრა: რას მიბრძანებ, რა ვქნა, უფალო? ხოლო უფალმა მიუგო: ადექი, შედი ქალაქში და იქ გაიგებ, რისი ქმნაც გმართებს.7. მის მხლებლებს ენა ჩავარდნოდათ; ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ.8. წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერავის ხედავდა. ხელი ჩაჰკიდეს და ასე შეიყვანეს დამასკოში.
მოციქულთა საქმეები თავი 9
7. მის მხლებლებს ენა ჩავარდნოდათ; ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ.
თავი ი̂გ. პავლეს დაბრმობისა და კუალად ნათლისღების მიერ განათლებისათჳს.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, დგეს დაკჳრვებულნი; სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას (9,7).:

თარგმანი: არა წინა-აღუდგების პავლეს მიერ იერუსალემს თხრობილი იგი, ვითარმედ: "ჩემ თანა მყოფნი ნათელსა მას ხედვიდეს, ხოლო ჴმაჲ იგი არა ესმოდა" — აწინდელსა ამას სიტყუასა, ვითარმედ: "ჴმაჲ იგი ესმოდა, ხოლო ხედვიდეს ვერარას", რამეთუ პავლეს ჴმაჲ ესმოდა — "შენ ვინ ხარ, უფალო", ვითარ-ესე აწ იტყჳს, ვითარმედ "ჴმაჲ ესმოდა", ხოლო მეტყუელსა მას პავლეს მიმართ იესუს პავლე მხოლოჲ ხედვიდა, ხოლო იგინი ვერ ხედვიდეს. და კუალად, სიტყჳსაებრ პავლესსა ერისა მიმართ — ნათელსა მას ხედვიდეს, ხოლო ზეგარდამოჲ იგი ჴმაჲ პავლეს ხოლო ესმოდა და მეტყუელსა მას ხედვიდა, ხოლო მის-თანათა მათ პავლეს ხოლო ჴმაჲ ესმოდა და ნათელსა მას ხედვიდეს, ხოლო იესუს არა ხედვიდეს, არცაღა ჴმაჲ მისი ესმოდა. და ესე არს შეტყუებაჲ თქუმულთა ამათ ერთ-ჴმობისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის