მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 9:8

7. მის მხლებლებს ენა ჩავარდნოდათ; ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ.8. წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერავის ხედავდა. ხელი ჩაჰკიდეს და ასე შეიყვანეს დამასკოში.9. სამი დღე ვერას ხედავდა; არც ჭამდა და არც სვამდა.
მოციქულთა საქმეები თავი 9
8. წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერავის ხედავდა. ხელი ჩაჰკიდეს და ასე შეიყვანეს დამასკოში.
თავი ი̂გ. პავლეს დაბრმობისა და კუალად ნათლისღების მიერ განათლებისათჳს.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
აღდგა სავლე ქუეყანით, თუალნი ეხილვნეს და ხედვიდა ვერარას. უპყრეს ჴელი მის-თანათა მათ და შეიყვანეს დამასკოდ (9,8).:

თარგმანი: ცხად არს, ვითარმედ საზომი უჩნს თუალთა ხედვისაჲ, და ვითარ-იგი ზომიერითა ნათლითა — ხედვაჲ, ეგრეთვე უზომოჲთა და გარდმატებულითა — დაბრმობაჲ შეემთხუევის, ვითარ-იგი ყურთაცა ზეშთა ზომისა მაღალი ჴმაჲ დააყრუვებს, ამისთჳს პავლე დააბნელა პირველ განწმედისა თუალთაჲსა მიხედვამან საღმრთოჲსა ნათლისამან. ხოლო მის-თანანი იგი ამისთჳს არა დაბრმეს, რაჲთა არა ზოგადად შემთხუევად ვნებისა საგონებელ იქმნეს პავლეს ზედა ქმნილი იგი სასწაული და ამისთჳს არა მათცა ჰრწმენა, რაჲთა ურწმუნოებასა შინა მყოფთა მიერი წამებაჲ უსარწმუნოეს იყოს საკჳრველებისა მისთჳს, ვითარმედ არა თნებით, არამედ ჭეშმარიტებით იტყჳან ხილულსა მას.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის