...ალს ადებს, ისე არ იძლევა კურნებას, როგორც ღარიბი, რომელიც ხელს იწვდის და შენგან მიღებულით შენი ბოროტებების მოსაწმენდ სახოცად იქცევა. ვერცხლი გასეცი და მასთან ერთად ცოდვებიც გავიდა. ასეთნი არიან მღვდლებიც; ამბობს: „ცოდვასა ჭამენ ერი ჩემი" (). ასე რომ უფრო დიდს იღებ, ვიდრე გასცემ; უფრო მეტად იღებ სიკეთეს, ვიდრე სხვას სიკეთეს უყოფ; ღმერთს ასესხებ და არა ადამიანებს; სიმდიდრეს ზრდი და არ ამცირებ; ამცირებ კი მაშინ, თუ არ შეამცირებ, თუ არ გასცემ.
ამბობს: „უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა" (). რომელ წმინდანებზე-ღა ამბობს? ჭირვეულებზე, და არა უბრალოდ წმინდანებზე; რადგან შესაძლებელია, ვინმე წმინდანი იყოს და ყველასგან დიდი ზრუნვით სარგებლობდეს. მათ ნუ ეძიებ, რომლებიც სიუხვეში არიან, არამედ მათ, რომლებიც ჭირში არიან, უცნობნი არიან და მრავალთაგან არ იცნობიან. ამბობს: **„რაოდე...