თარგმანი: შემდგომად მართლისა სარწმუნოებისა საქმეთაცა კეთილთა მოღუაწებად გუამცნებს, რაჟამს თქუას, ვითარმედ: აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისა, არა წარმართობასა, არცა ჰურიაობასა, არამედ ქრისტიანობასა შინა ქმნულისაჲთა; არა საჩუენებელად კაცთა, არამედ მხოლოდ სადიდებელად ღმრთისა და საქებელად სახელისა მისისა წმიდისა, რაჲთა მისდა ოდენ ცხად იყოს და არა განქიქებულ წინაშე კაცთა.
ფილიპელთა მიმართ 1:11
10. რათა შეიცნოთ, რა არის უმჯობესი და, ამრიგად, წრფელნი და შეუმცთარნი იყოთ ქრისტეს დღეს,11. სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ღვთის საქებრად და სადიდებლად.12. მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ყოველივე იმან, რაც თავს გადამხდა, დიდად შეუწყო ხელი სახარების წარმატებას.
ფილიპელთა მიმართ თავი 1