თარგმანი: რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: "ვჰგებდე წარმატებასა თქუენსა" და ვითარმედ: "ჩემი შეურაცხ-მიქმნიეს და თქუენი უმჯობესი აღმირჩევიეს", რაჲთა არა დაუმძიმდეს მათ, ვითარმცა მათ ძლით ზღვევაჲ რაჲმე შემსთხუეოდა მოციქულსა, ამისთჳს აწ ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: "რაჟამს სიქადული თქუენი აღემატოს ქრისტე იესუჲს მიერ სათნოდ მისსა მოქმედებითა კეთილთა საქმეთაჲთა და ქონებითა მართლისა სარწმუნოებისაჲთა, ესევითარი-იგი საღმრთოდ წარმატებაჲ თქუენი ჩემდა მოიწევის, და კუალად აღმატებულ ჰყოფს სასყიდელსა მუშაკობისა ჩემისასა, რომელი-ესე რაოდენგზისცა საჴმარ იყოს მისლვაჲ ჩემი თქუენდა, არა მცონის, ზოგადისა სარგებელისათჳს, ვინაჲთგან უწყი, ვითარმედ თქუენი ყოველი ჩემდად შეირაცხების".
ფილიპელთა მიმართ 1:27
26. რათა თქვენმა სიქადულმა ჩემი მეოხებით იმრავლოს ქრისტე იესოში, როცა ხელახლა გეწვევით.27. მაგრამ ისე კი იცხოვრეთ, როგორც შეჰფერის ქრისტეს სახარებას, რათა, მოვალ და გიხილავთ, თუ შორს ვიქნები, მხოლოდ ის მესმოდეს თქვენზე, რომ ერთსულოვნად დგახართ და ერთობლივად იღვწით სახარების რწმენისთვის.28. ნურაფერში შეუკრთებით თქვენს წინააღმდგომთ; მათთვის ეს წარწყმედის ნიშანია, თქვენთვის კი - ხსნისა, და ეს ღვთისაგან არის.
ფილიპელთა მიმართ თავი 1