მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 1:29

28. ნურაფერში შეუკრთებით თქვენს წინააღმდგომთ; მათთვის ეს წარწყმედის ნიშანია, თქვენთვის კი - ხსნისა, და ეს ღვთისაგან არის.29. რადგანაც ქრისტეს გულისთვის მარტო რწმენა კი არ მოგეცათ, არამედ ვნებაც მისთვის,30. იმავე ღვაწლით, რა ღვაწლიც ჩემში გიხილავთ და ახლაც გესმით, რომ ვიღვწი.
ფილიპელთა მიმართ თავი 1
29. რადგანაც ქრისტეს გულისთვის მარტო რწმენა კი არ მოგეცათ, არამედ ვნებაც მისთვის,
თავი გ̂. სწავლაჲ ღმრთისა მიერ ერთობისა მათისა და საღმრთოჲსა ცხორებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: გარნა ღირსად ხოლო სახარებისა მის ქრისტესისა ვიდოდეთ, რაჲთა გინათუ მოვიდე და გიხილნე თქუენ, გინათუ შორს ვიყო და მესმას თქუენთჳს, ვითარმედ სდგათ თქუენ ერთითა სულითა და ერთითა გონებითა (1,27).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მოსლვაჲცა და შორს ყოფაჲცა, ხილვაჲ და სმენაჲ, თანად სიკუდილით და ცხორებითურთ, ამის პირისათჳს საჴმარ არს ჩემდა, რაჲთა შემატება გცე თქუენ ღირსებით სრბასა მაგას თქუენსა, ღირსად მცნებათა ქრისტეს სახარებისათა. და ესე მაშინ უსახარულევანეს არს ჩემდა, რაჟამს არა ერთი, არამედ ყოველნი ზოგად მასვე ერთსა ერთსულობასა აჩუენებდეთ მცნებათა ქრისტესთა მოქმედებისათჳს, ერთითა გონებითა, რომელ არს საუკუნოჲსა სასყიდლისა კუალად-გებისათჳს არაოდეს მოწყინებაჲ ღუაწლთა და შრომათაჲ, რომელთა ჰყოფდეთ სათნოებისათჳს.

მოციქულისაჲ: და თანა-იღუწით სარწმუნოებასა მას სახარებისასა, და არა ჰფრთხებით არარაჲთ მჴდომთა მათგან, რომელ-იგი არს მათდა სახე წარწყმედისაჲ, ხოლო თქუენდა — ცხორებისა; და ესე ღმრთისა მიერ (1,27-28).

თარგმანი: ესე არს ურთიერთას თანა-მოღუაწებაჲ, რაჟამს ვითარცა ერთითა სულითა და ერთითა გონებითა ურთიერთას შეეწეოდინ ძმანი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის