თარგმანი: ესე არს ურთიერთას თანა-მოღუაწებაჲ, რაჟამს ვითარცა ერთითა სულითა და ერთითა გონებითა ურთიერთას შეეწეოდინ ძმანი ღუაწლთა შინა სახარებისა მცნებათა მოქმედებისათა, ზოგად წარმართებისათჳს ყოველსავე მის მიერ ბრძანებულსა, სარწმუნოებისათჳს და საქმეთა კეთილთა, და ამისსა მიმართ წინააღმდგომთა და მბრძოლთა კუეთებისაგან, არა ხოლო დაუცემელ, არამედ დაუფრთხობელცა იყვნენ, რამეთუ ნამდჳლვე არა საშიშ, არამედ საფრთხოლ ოდენ არიან კუეთებანი წინააღმდგომთანი ერისათჳს, ქრისტესდა მინდობილისა. ხოლო საფრთხოლი ყრმათა ოდენ ჩჩჳლთა აშინებს და არა ჭაბუკთაცა, ახოვანთა გონებითა; ამისთჳს მოციქული ფილიპელთა, ვითარცა ნამდჳლვე ახოვანთა, ეტყჳს, ვითარმედ: შეუძრწუნებელ იყვენით მათგან, დაღათუ სიკუდილსა გაქადებდენ, დაღათუ კრულებათა ამათ და პყრობილებათა ჩემთათჳს გაყუედრებდენ. და ესრეთ, ყოველსავე შინა უშიშოებაჲ თქუენი წინააღმდგომთა მათ სახარებისათა ექმნეს სახე წარწყმედისა, ხოლო თქუენ — მომატყუებელ ცხორებისა; რამეთუ ახოვნებაჲ თქუენი სწორებით დაამჴობს მათ და განგაძლიერებს თქუენ. და ესე ყოველი იქმნების თანა-შეწევნითა ღმრთისაჲთა და არაოდეს მინდობითა ძალისა თჳსისაჲთა.
ფილიპელთა მიმართ 1:28
27. მაგრამ ისე კი იცხოვრეთ, როგორც შეჰფერის ქრისტეს სახარებას, რათა, მოვალ და გიხილავთ, თუ შორს ვიქნები, მხოლოდ ის მესმოდეს თქვენზე, რომ ერთსულოვნად დგახართ და ერთობლივად იღვწით სახარების რწმენისთვის.28. ნურაფერში შეუკრთებით თქვენს წინააღმდგომთ; მათთვის ეს წარწყმედის ნიშანია, თქვენთვის კი - ხსნისა, და ეს ღვთისაგან არის.29. რადგანაც ქრისტეს გულისთვის მარტო რწმენა კი არ მოგეცათ, არამედ ვნებაც მისთვის,
ფილიპელთა მიმართ თავი 1