მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 2:11

10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც,11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.12. ამრიგად, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის მორჩილნი იყავით, არა მარტო ჩემი მანდ ყოფნისას, არამედ, მით უმეტეს, ახლა, როცა შორსა ვართ თქვენგან, - შიშით და ძრწოლით აღასრულეთ თქვენი ხსნის საქმე.
ფილიპელთა მიმართ თავი 2
11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.
თავი გ̂. სწავლაჲ ღმრთისა მიერ ერთობისა მათისა და საღმრთოჲსა ცხორებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი, და ყოველმან ენამან აუვაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა (2,10-11).:

თარგმანი: ესე არს სახელი იგი მამისა მიერ მონიჭებული, რამეთუ მსაჯულ ცხოველთა და მკუდართა ყო იგი მამამან, რაჲთა სახელისა მიმართ იესუ-მაცხოვრისა და ქრისტე-ცხებულისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ჟამსა მას მეორედ მოსლვისა მისისასა, და შევრდომით თაყუანის-სცენ მას; რამეთუ დაღაცათუ აწ ვიეთნიმე ურწმუნო არიან მისსა, არამედ მაშინ ზოგად ყოველთა ჰრწმენეს, რაჟამს იხილონ იგი მსაჯულად ცხოველთა და მკუდართა, და მათცა, რომელთა-იგი ჯუარს-აცუეს, იხილონ, რომელსა უგუმირეს. ხოლო ზეცისად იტყჳს ანგელოზთა, და ქუეყნისად — კაცთა, და ქუესკნელისად —ეშმაკთა, რომელთა ენაჲ აქავე აღუვარებდა: "გიცი შენ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ" (); ხოლო მერმესა მას — უსრულესად, რაჟამს დაისხნენ ქუეშე ფერჴთა მისთა, და რაჟამს მათ მიერ აქა ცთუნებულთა ურწმუნოებად ქრისტესა, მერმესა მას მოსლვასა მისსა უნებლიეთ აღიარონ, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად დიდებაჲ ღმრთისა მამისაჲ — ქრისტე, რამეთუ ძეობითა მისითა განითქუმის სახელი ღმრთისა მამისაჲ, და ჭეშმარიტად უფალ ყოველთა დაბადებულთა არს ხატითა მონისაჲთა მოსრული იგი მჴსნელად დაბადებულთა. გინათუ ესრეთცა ვთქუათ, ვითარმედ:...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის