მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 2:13

12. ამრიგად, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის მორჩილნი იყავით, არა მარტო ჩემი მანდ ყოფნისას, არამედ, მით უმეტეს, ახლა, როცა შორსა ვართ თქვენგან, - შიშით და ძრწოლით აღასრულეთ თქვენი ხსნის საქმე.13. რადგან ღმერთია ის, ვინც ბადებს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი კეთილნებელობით.14. ყველაფერი აღასრულეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ,
ფილიპელთა მიმართ თავი 2
13. რადგან ღმერთია ის, ვინც ბადებს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი კეთილნებელობით.
თავი გ̂. სწავლაჲ ღმრთისა მიერ ერთობისა მათისა და საღმრთოჲსა ცხორებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათჳს (2,13).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო ამცნო შიში და ძრწოლაჲ, რაჲთა არა შეურვებულ იქმნენ, ამისთჳს განუკუეთს შიშსა ნუგეშინისცემითა, რაჲთა ღმრთისა მიმართ დადვან სასოებაჲ, რომელი-იგი არს მიზეზ ყოვლისა კეთილისა, დასაბამ და დასასრულ, მოგონება და საქმე, რამეთუ იგივე მოგუაგონებს და იგივე შეგუეწევის ქმნად სათნოებისა. ხოლო შენ იხილე, რამეთუ არა ამისთჳს განუკუთნებს ღმერთსა ყოველსავე ჩუენსა, ვითარმცა აღმოჰფხურიდა თჳთმფლობელობასა კაცთა ბუნებისასა, არამედ ამისთჳს, რაჲთა რაჟამს ყოველსავე კეთილსა ღმერთსა მივაჩემებდეთ, ესრეთ უადვილესად წარვჰმართებდეთ სათნოებასა, ვითარცა თავისუფალნი ზუაობისაგან და ჭეშმარიტად გულისჴმის-მყოფელნი, ვითარმედ ღმრთისა მიერ იქმნების ჩუენ შორის მოგონებაჲ და ქმნაჲ ყოვლისა სათნოებისაჲ.

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...1 ტიმ 1:12). და კვლავ სხვაგან ამბობს: „უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა" (); და კვლავ: „ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა" (). ამით აჩვენებს იგი თავის თავს სასჯელის ღირსად; რამეთუ წყალობა ასეთთა მიმართ აღესრულება. და კვლავ სხვაგან ამბობს: „სიბრძნე ჟამად-ჟამად შეჰყვა ისრაჱლსა" ()3.

ამბობს: „ხოლო უფროჲს გარდაემატა მადლი იგი უფლისა ჩუენისაჲ სარწმუნოებითურთ და სიყუარულით ქრისტე იესუჲს მიერ" (). რას ნიშნავს ეს? რათა, როდესაც გაიგონებ: „შევიწყალე" (), არ იფიქრო, რომ საქმე მხოლოდ ამით შემოიფარგლება. ამბობს: **„მგმობარ და მდე...

სრულად ნახვა