თარგმანი: პირველად ჰრქუა ერთსულ და ერთზრახვა ყოფაჲ; ამისსა შემდგომად ეტყჳს, თუ ვითარ წარემართების ამისი ქმნაჲ; ესე იგი არს, რაჟამს აღმოჰფხურან თავმოთნებით ჴდომაჲ და ზუაობაჲ. და ესე იქმნების, რაჟამს თითოეულსა მოყუასი თჳსი უმეტეს თავისა თჳსისა შეერაცხოს ყოველსა შინა, ვითარცა უფროჲს მისსა აღმატებული ღირსებასა შინა ყოვლისა პატივისასა. და რაჟამს თითოეულმან ესე დაიდვას გონებასა თჳსსა, ვითარმედ: "მოყუასი ჩემი ყოველსავე ზედა უფროჲს ჩემსა არს", მიერითგან ოდესღამცა ეშურვა პატივისათჳს უზეშთაესსა მას თჳსსა; ანუ დაღაცათუ იგინოს მისგან, ვითარ განრისხნეს და არა თავს-იდვას სიტყუაჲ უზეშთაესისა თჳსისაჲ. ამისთჳს არა ხოლო უმეტეს შერაცხვად გუამცნებს, არამედ კრძალვად, რაჲთა არა ჴდომით და ზუაობით, არამედ სიმდაბლით ვჰყოფდეთ უმეტეს შერაცხვასა მას, რამეთუ მრავალგზის არა სიმდაბლით, არამედ ჴდომით და ზუაობით აჩუენებს კაცი რეცა უმეტესად შერაცხვასა მოყუსისა თჳსისასა, რაჲთა უჩუენოს კაცთა თჳსი სიმდაბლე, და მოყუსისა თჳსისა ამპარტავანებასა განაქიქებნ. ესევითარი იგი უმეტეს შერაცხვაჲ არად სარგებელ არს, არამედ — იგი ოდენ, რაჟამს სიმდაბლითა გონებისაჲთა, არა ჩემებით,...
ფილიპელთა მიმართ 2:3
...ზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ“** (). და კვლავ, ეპაფროდიტეზე საუბრისას ამბობს: „რამეთუ საქმისათჳს ქრისტესისა სიკუდილადმდე მიიწია წინა-დაპყრობად სულითა, რაჲთა აღავსოს თქუენი იგი დაკლებული ჩემდა მომართ მსახურებისაჲ“ (). რადგან როგორც მეფეთა საქმეებში პატივში მხოლოდ მებრძოლნი კი არ მონაწილეობენ, არამედ საჭურვლის მცველნიც, და არა უბრალოდ, არამედ ხშირად თანაბარ ჯილდოებსაც იღებენ, თუმცა ხელებიც კი არ გაუსისხლიანებიათ, იარაღი არ აუღიათ და მტერთა წყობა საერთოდ არ უხილავთ; მით უფრო ამ ჭირებში. რადგან ვინც შიმშილით გალეულ მოღვაწეს ეხმარება, ვინც მასთანაა, სიტყვებით შეაგონებს და მთელ დანარჩენ მზრუნველობას უწევს, მოღვაწესთან თანაბარი წილი აქვს.
2. წმინდანთა ხსენება და სასჯელის მაგალითები
ნუ წარმოიდგენ აქ პავლეს, იმ მოღვაწეს, რომელსაც ვერავინ შეერკინებოდა და ვერავინ დაამარცხებდა, არამედ მრავალთაგან რომელიმე სხვას, რომელიც, მრავალი ნუგეში და მრავალი გამხნევება რომ არ შეხვედროდა, ალბათ ვერც დადგებოდა და ვერც იღვაწებდა....
...მათ 5:46). ასე რომ, თუ ჩვენ ამასაც არ ვაკეთებთ, რა იმედი გვაქვს ცხონების? ამიტომ გთხოვთ, ნუ ვიქნებით ქვაგულნი, არამედ დავამშვიდოთ ჩვენი ზრახვები, და უპირველეს ყოვლისა ვისწავლოთ მოყვასის სიყვარულით ძლევა და, ნეტარი პავლეს სიტყვით, „სიმდაბლით ურთიერთას უმეტეს შეჰრაცხდით თჳთოეული თავისა თჳსისასა" (), ვისწავლოთ, რომ არ დავუთმოთ და არ დავმარცხდეთ ამაში, არამედ (სხვებს) ვჯობოთ და მოყვარეთა მიმართ მეტი და გულითადი კეთილგანწყობა გამოვავლინოთ. ეს ყველაზე მეტად ამშვენებს და ახალისებს ჩვენს ცხოვრებას, ამით განვსხვავდებით უტყვთა ცხოველებისა და მხეცებისგან – იმით, რომ შეგვიძლია, თუ ვისურვებთ, ჩვენთვის შესაფერისი წესრიგი დავიცვათ და მოყვასებთან სრულყოფილი თანხმობა გვქონდეს. შემდეგ (ვისწავლოთ) ზრახვების დამორჩილება და ამ მოუთვინიერებელი მხეცის, ანუ რისხვის, მოთვინიერება, საშინელი სამსჯავროს წარმოდგენით შევახსენოთ მას, რომ თუ მტრებთან შერიგებას გადაწყვეტს, დიდ სიკეთეებს მოიპოვებს, ხოლო თუ მტრობას გააგრძელებს, მძიმე დაგმობას დაიმსახურებს. ჩვენ ხომ არ უნდა ვხარჯავდეთ დროს ამაოდ და უმიზნოდ, არამედ ყოველდღე და ყოველ ჟამს თვალწინ უნდა გვქონდეს უფლის სამსჯავრო და ის, რამაც შეიძლება დიდი კადნიერება მოგვცეს, ან სასჯელი მოგვიტანოს. ეს რომ გონე...