მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 2:9

8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა,10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც,
ფილიპელთა მიმართ თავი 2
9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა,
თავი გ̂. სწავლაჲ ღმრთისა მიერ ერთობისა მათისა და საღმრთოჲსა ცხორებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა (2,9).:

თარგმანი: ვიდრემდის ღმრთეებისათჳს მხოლოდშობილისა ჰყოფდა სიტყუასა, იხილე, თუ ვითარ მაღლად მეტყუელებდა მისთჳს, ვითარმედ: "რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა". ხოლო განკაცებისა მისისათჳს ყოველსავე მდაბლად მეტყუელებს, რაჲთა სარწმუნო ყოს ჭეშმარიტებით ჴორცთა შესხმაჲ მისი. ამისთჳს იტყჳს ღმრთისა მიერ ამაღლებასა მისსა და მინიჭებასა სახელისასა, რამეთუ ნამდჳლვე დიდი ამაღლებაჲ იყო მიწად შთაჴდილისა ბუნებისა კაცთაჲსა, რაჟამს ჴორცთა მათ, რომელ ჩუენგან შეისხნა მხოლოდშობილმან ძემან, თანა-შეერთებითა ღმრთეებისაჲთა უფალ ეწოდა და ქრისტე, და ძე და ღმერთ; რამეთუ ესე ყოველი ზოგადი სახელი არს სიტყჳსაჲ და ჴორცთაჲ მათ, რომელ ჩუენგან შეისხნა სიტყუამან.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის