მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 3:10

9. და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული;10. რათა შევიცნო ისიც, მისი აღდგომის ძალაც და თანაზიარობაც მისი ვნებებისა, ვემსგავსო მის სიკვდილს11. და ამრიგად მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.
ფილიპელთა მიმართ თავი 3
10. რათა შევიცნო ისიც, მისი აღდგომის ძალაც და თანაზიარობაც მისი ვნებებისა, ვემსგავსო მის სიკვდილს
თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ვიპოვო მას შინა, რაჲთა არა მაქუნდეს ჩემი სიმართლე შჯულისაგანი არამედ სარწმუნოებითა ქრისტესითა, ღმრთისა მიერი იგი სიმართლე (3,10-11).:

თარგმანი: სარწმუნოებასა შინა ქრისტესსა მყოფი და მის მიერ განმართლებული პავლე გარემიაქცევს თჳსსა საქმეთაგან შჯულისათა განმართლებასა, რაჲთა სასოებაჲ მისცეს წარმართთა, არა უსასო ყოფად ქრისტეს მიერისა განმართლებისაგან, ვითარცა უღონოთა შჯულისა მიერისა განმართლებისაგან. რამეთუ უკუეთუ საქმეთა მიერ შჯულისათა შრომით და ჭირით განმართლებული ოდენ ცხოვნდების სარწმუნოებისა მიერ, რაჲ-მე უკუე ყონ, რომელთა ესე არა აქუნდეს? ამისთჳს მხოლოდ სარწმუნოებაჲ ოდენ ქრისტესი და მადლი ნათლისღებისაჲ, სწორებით განამართლებს პირველ ქმნილთა ბრალთაგან, სწორებით უღონოთა სიმართლისაგან — ჰურიათა და წარმართთა. და არა პირველ ქმნულთა, არამედ შემდგომად ნათლისღებისა ქმნულთა ცოდვათათჳს განვიკითხვით, უკუეთუ არა შეუდგინოთ სარწმუნოებასა მოქმედებაჲ კეთილთა საქმეთაჲ.

ფილიპელთა მიმართ ებისტოლე თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: თანა-ხატ-ვექმნე სიკუდილსა მისსა (3,10).:

თარგმანი: ესე იგი არს — თანა-ზიარ, რამეთუ, ვითარცა იგი მოკუდა კაცთა ცხორებისათჳს, ეგრეთვე მეცა ცხორებისათჳს კაცთაჲსა ქადაგებითა მოვკუდები.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის