მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ ებისტოლე თავი 4

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

პავლესი: ხედევდით განკუეთილებასა მას (3,2).

თარგმანი: რამეთუ რომელნი წინადაცუეთასა აწუევდეს, იგინი განჰკუეთდეს გუამსა ეკლესიისასა.

პავლესი: თანა-ხატ-ვექმნე სიკუდილსა მისსა (3,10).

თარგმანი: ესე იგი არს — თანა-ზიარ, რამეთუ, ვითარცა იგი მოკუდა კაცთა ცხორებისათჳს, ეგრეთვე მეცა ცხორებისათჳს კაცთაჲსა ქადაგებითა მოვკუდები.

პავლესი: რაჲთა იყვნენ იგინი თანახატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა (3,21).

თარგმანი: ეჰა საკჳრველი დიდებული მათ ჴორცთა, რომელნი მარჯუენით მამისა მჯდომარე არიან, ესე გლახაკნი და საწყალობელნი ჴორცნი თანახატ ექმნნეს მას, რომელი თაყუანის-იცემების ანგელოზთა მიერ; მას, რომლისა წინაშე დგანან უჴორცოთა ძალნი; მას, რომელი-იგი უზეშთაესი არს ყოვლისა მთავრობისა და ჴელმწიფებისაჲ, და ძალისა მისისა თანახატ იქმნებიან.

ესე ებისტოლჱ მიუწერა ფილიპელთა ჰრომით ეპაფროდიტეს მიერ.