თარგმანი: არა ხოლო სიტყჳთ, არამედ საქმით სახის ჩუენებით მისცემდა მათ ნეტარი ესე სწავლასა სარგებელისასა, ამისთჳს უბრძანებს, რაჲთა მათითა მახლობელობითა და მხედველობითა წარიმართონ მათ ბაძვაჲ მოციქულისაჲ, რომელნი მათვე კუალთა მოციქულისათა შეუდგენ და მსგავსად მისსა შემძლებელ იყვნენ სახე კეთილის ყოფად მხედველთა მათთა.
ფილიპელთა მიმართ 3:17
16. ასე რომ, რასაც მივაღწიეთ, იმავე გზით უნდა ვიაროთ.17. მაშ, ასე, მე მომბაძეთ, ძმანო, და დაუკვირდით მათ, იმ ნიმუშის მიხედვით რომ იქცევიან, რაცა გაქვთ ჩვენში.18. რადგანაც ბევრნი, ვის შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები,
ფილიპელთა მიმართ თავი 3