თარგმანი: ვიეთ "ჩუენი"? — არამედ რომელთა გუნებავს, რაჲთა ქრისტიანე ვიყვნეთ და გუეწოდებოდის, მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, და არარას გჳჴმს ქუეყანისასა და აქა დაშთომადსა მოგებაჲ. არამედ ყოველსავე მას, რაოდენისა წინა წარცემაჲ და მუნ უკუანა წარტანებაჲ ჴელგუეწიფებოდის, სადაჲთ-იგი მოველით მეორედ დიდებით მოსლვასა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელი-იგი გარდასცვალებს ჴორცთა ამათ ჩუენთა სიმდაბლისაგან სიმაღლედ, ესე იგი არს —ხრწნილებისაგან უხრწნელებად, და თანახატ ჰყოფს ჴორცთა მათ თჳსთა, რომელ-იგი მან ადიდა შეერთებითა ღმრთეებისაჲთა, და განღმრთობილი აღამაღლა და დასუა მარჯუენით მამისა, რაჲთა მის თანა თაყუანის-იცემებოდის ყოველთაგან ზეცისა მჴედრობათა. ხოლო თანახატ ყოფაჲ ესე არს, რაჲთა საუკუნოდ ეგნენ შემკობილნი უხრწნელებითა, რამეთუ ესევე გუამი ჩუენი განხრწნილი კუალად უხრწნელ იქმნების შემდგომად აღდგომისა, და მიიღებს ქრისტეს თანა შუებასა საუკუნოდ. ვინაჲცა, ვაჲ განვრდომილთა ესევითარისა ამის პატივისაგან და დამონებულთა მიწისა და თიჴისათა, მიდევნებითა გემოთა და გულისთქუმათაჲთა, რამეთუ არა ხოლო საუკუნოჲსა შუებისაგან განვარდებიან, არამედ საუკუნესა და...
ფილიპელთა მიმართ 3:21
20. ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს,21. რომელიც ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომ თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს იმ ძალისხმევით, რითაც თავის თავს უმორჩილებს ყოველს.
ფილიპელთა მიმართ თავი 3