თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან ახლოს არს მომავალი იგი მსაჯულად და განმკითხველაღ ესევითართა, მას მიუტევეთ ყოველი ზრუნვაც საქმეთაებრ მიგებისაჲ, რომლისაგან გესმის: "ჩემი არს შურისგებაჲ და მე მივაგო" (); ხოლო თქუენ ყოველსავე თავს-იდებდით სასოებითა მის მიერისა მისაგებელისაჲთა, და ნუ ზრუნავთ ჭირთა და დევნულებათა განგრძობისათჳს, რამეთუ ახლოს არს უფალი, რომელმან არა გიტევნეს განცდად უმეტეს ძალისა თქუენისა; და მისისა მის მეორედ მოსლვისა და საქმეთაებრისა მისაგებელისა ჴსენებაჲ დაავიწყებს კაცსა ყოველთა ზრუნვათა სოფლიოთა, რაჲთა არა გული-უთქუმიდეს, ხედვიდეს რაჲ შუებასა და განსუენებასა ვიეთსამე, მეცნიერებითა ამისითა, ვითარმედ ახლოს არს დღე სიკუდილისაჲ და ჟამი განკითხვისაჲ.
5. თვინიერება თქვენი, დაე, იცოდეს ყოველმა კაცმა. უკვე ახლოა უფალი.6. ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს.7. და მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში.
ფილიპელთა მიმართ თავი 4