მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 10:5

4. უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს.5. უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.6. ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.
ფსალმუნები თავი 10
5. უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.
ფსალმუნი 10-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი“ (). სხვა: „გამარჯვების საგალობელი დავითისა.“ სხვა: „გამარჯვების მომნიჭებელს.“

„უფალსა ვესავ; ვითარ ეტყჳთ სულსა ჩემსა: იცვალებოდე მთათა ზედა, ვითარცა სირი?“ (). სხვა: „აღიდეგ მთათა ზედა, ვითარცა სირი.“ სხვა: „გარდაიცვალე.“

„რამეთუ, აჰა, ესერა, ცოდვილთა გარდააცვეს მშჳლდსა მათსა და განჰმზადნეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რათამცა ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელითა.“ (). სხვა: „ვითარცა ბურუსში.“

„რამეთუ, რაჲ-იგი შენ აღაშენე, მათ დაარღჳეს; ხოლო მართალმან რაჲ ყო?“ (). სხვა: „რამეთუ წესები დაირღვა.“ სხვა: „რამეთუ მოძღვრებანი შემუსრვილ იქნებიან.“

1. უფალზე დამყარებული სასოება და მტერთა უძლურება

დიდია უფლისადმი სასოების ძალა: აუღებელი სიმაგრე, დაუძლეველი ზღუდე, უძლეველი შემწეობა, მშვიდი ნავსაყუდელი, დაუმარცხებელი გოდოლი, უძლეველი იარაღი, დაუძლეველი ძალა, რომელიც გამოუვალშიც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მთ სიმართლისათჳს:

...წყალობისათჳს სიმართლისა გარდაქცევაჲ არა ჯერარს, არა უფროჲსად მდიდრისათჳს არა ჯერ-არსა? ხოლო ამას ვიტყჳ არა მსაჯულთა მიმართ ოდენ, არამედ ყოველთა კაცთა, რაჲთა არაოდეს გარდავაქციოთ სამართალი, არამედ ყოლადვე კეთილად დავიმარხოთ იგი, რამეთუ უფალსა უყუარს სამართალი. „ხოლო რომელსა უყუარს სიცრუჱ, მას სძულს სული თჳსი“.

აწ უკუე ნუმცა მოვიძულებთ სულთა ჩუენთა, ნუმცა შევიყუარებთ სიცრუესა. რამეთუ რაჲ არს სარგებელი სიცრუჲსაჲ? რამეთუ დაღაცათუ იყოს ჴორცთა რაჲმე სარგებელი, მცირე არს და არარა, და უკუანაჲსკნელ ბოროტად წარვწყმდეთ, და უფროჲსად აქაცა არარაჲ ვირგოთ მისგან. რამეთუ რაჟამს გონებითა ბოროტითა ვიშუებდეთ, არა საშჯელ არსა და სატანჯველ საქმჱ ესე? შევიყუაროთ უკუე სიმართლჱ და ნუმცა სადა შეურაცხ-ვჰყოფთ ამას შჯულსა. რამეთუ რაჲ შევიძინოთ ამის ცხორებისაგან, უკუეთუ სათნოებაჲ არა მოვიგოთ ამას შინა საგზლად საუკუნოჲსა მის? ანუ მუნ რაჲ გუერგოს მეგობართა და ნათესავთაგან და მომადლებაჲ ვისიმე სიცრუესა ზედა? და რად ამას ვიტყჳ? არამედ გინა თუ ნოე, ანუ იობ, ანუ დანიელ იყვნენ მამა ჩუენდა, არად გუერგების ესე, რაჟამს საქმენი ჩუენნი ბოროტ იყვნენ. არამედ ერთი ოდენ საქმჱ საჴმარ არს ჩუენდა - სათნოებაჲ სულისაჲ....

სრულად ნახვა