მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 101:4

3. რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები დაიბუგა, როგორც კოცონზე.4. დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა.5. ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს.
ფსალმუნები თავი 101
4. დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„ვიხილე უფალი" — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...ტომ გაქვს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, ადამიანო, როცა კვამლივით ან ამაოებასავით ხარ?

რადგან ნათქვამია: „კაცი ამავოებასა მიემსგავსა“ (). და კვლავ: „ვითარცა კუამლი, დღენი მისნი“ ().7 და კიდევ: „განჴმა თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა“ (; ). ამას ისე კი არ ვამბობ, თითქოს ადამიანის არსებას ვამცირებდე, არამედ უგუნურებას აღვირს ვდებ. რადგან ადამიანიც დიდია, და მოწყალე კაციც პატივდებულია. მაგრამ ეს ოზია, მეფე რომ იყო და გვირგვინი ედგა, რადგან მართალი იყო, ერთ დროს დიდად განიდიდა თავი; და როცა თავის ღირსებაზე მეტს ფიქრობდა, ტაძარში შევიდა. და მოისმინე, როგორ: შევიდა, როგორც წერილი ამბობს, წმიდათა წმიდაში, შემდეგ კი თქვა: „კმევა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ბ გულსმოდგინედ წურთისათჳს წერილთაჲსა:

...სა შინა საღმრთოთა სიტყუათასა ვიქცეოდით, ფრთხილ არიან და კეთილადმხედველ, ხოლო შევიდეთ რაჲ კუამლსა მას შინა, საქმეთა სოფლისათა, ცრემლი და ტირილი ხუდების მათ აქაცა და მერმესა მას, რამეთუ ნანდჳლვე კუამლისა მსგავს არიან კაცობრივნი საქმენი. ამისთჳსცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: „მოაკლდა, ვითარცა კუამლსა, დღეთა ჩემთა“; არამედ იგი მსწრაფლ წარმავალობასა მათსა მოასწავებდა, ხოლო მე არა ამისთჳს ოდენ, არამედ შფოთისა მისთჳსცა და დაუდგრომელობისა მათისათჳს ვიტყჳ მსგავსებად კუამლისა.

ჭეშმარიტად არარაჲ არს ესრეთ აღმამრღუეველ თუალთა სულისათა და დამაბნელებელ, ვითარ საწუთროჲსა ზრუნვანი და გულისთქუმათა არმური. ესე არიან ნივთ საჴუმილისა მის და აღმტეობელ კუამლისა მის; და ვითარცა ცეცხლსა დაერთოს რაჲ შეშაჲ ნედლი და სუელი, ფრიადი აღუტევის კუამლი, ეგრეთვე გულისთქუმამან ბოროტმან რაჟამს პოის სული აღვსებული მწჳრითა მით დაჴსნილობისაჲთა, კუამლი ჴშირი განამრავლის ვნებათაჲ. ამისთჳს საჴმარ არს ჩუენდა ცუარი იგი და ნიავი სულისა წმიდისაჲ, რაჲთა საჴუმილი იგი დაშრიტოს და კუამლი განაქარვოს და გონებაჲ ჩუენი განანათლოს, რამეთუ ვიდრემდის ესევითარითა მით კუამლი-თა დაბნელებულ ვიყვნეთ და ვნებათა სიმძიმითა დამძიმებულ, ვერ ჴელგუეწიფების ზეცად აღსლვად. რამეთუ ფრიადი სიფრთხილე თუალთა მ...

სრულად ნახვა