...ეულს მივყვეთ. ამბობს: „ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი“ (). ვეშაპებად აქ ზღვის დიდ ცხოველებს გულისხმობს, როგორც სხვაგანაც, როცა ამბობს: „ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა“ (). და ბევრგან შეიძლება ნახოს კაცმა, რომ ეს ცხოველი ასე იწოდება.
3. სტიქიონთა მორჩილება და ყოველივეს სარგებელი
და როგორ ადიდებს ეს ცხოველი თავის შემოქმედს? — იკითხავს ვინმე. და როგორ არ ადიდებს? როცა მის სიდიდესა და სხეულის მტკიცე აგებულებას დაინახავ, რასაც წმიდა წერილი იობში უფრო დიდი სიცხადით მოგვითხრობს, როგორ არ გაოცდები შემოქმედით, რომელმაც ასეთი დიდი ცხოველი წარმოშვა? არა მხოლოდ სიდიდის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ზღვის გაუვალი ნაწილი მას სამკვიდრებელ ადგილად განუჩინა. საოცარია ისიც, როგორ არ გადადის საკუთარ საზღვრებს, თუმცა ველური და მეტად დიდი ცხოველია, არამედ თავის ადგილებში ბინადრობს, არა მხოლოდ მ...