მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 113:24

23. კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ,24. ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ.25. არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული,
ფსალმუნები თავი 113
24. ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა და ისრაჱლი საბრძანებელ მისა.“ ().

1. ეგვიპტიდან გამოხსნა და ღვთის მეფობა

აქ იგი ღვთის დიდ სიმშვიდესა და სიტკბოებას მოწმობს. რას გულისხმობს ამით? იმას, რომ ჯერ თავისი ძალის მტკიცებულებებს იძლევა და მხოლოდ შემდეგ ითხოვს თაყვანისცემას. ამას ცხადყოფდა, როცა ამბობდა: „გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით“ (), „იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა“ (). რადგან მაშინ, ამბობს იგი, თავისი ძალა ეგვიპტესა და უდაბნოში მომხდარი ნიშნებით აჩვენა; მაშინვე ხალხიც თავისიანად გაიხადა. ესვე გააკეთა ადამთანაც.

რადგან ჯერ შექმნა ქვეყნიერება, აჩვენა თავისი სიბრძნისა...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 148-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ზეცისა და ქმნილების საერთო ქება:

...და მსჯელობას ადამიანთან ასრულებს.

როცა აქ ამბობს „ცანი ცათანი“, სიმრავლეს კი არ გულისხმობს, არამედ იმავე ცას ებრაული გამოთქმით უწოდებს. რადგან ებრაელთა ენაში ჩვეულებაა, ცას „ცანნი“ ეწოდოს; როგორც სხვაგანაც ამბობს: „ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ“ ()1. და კიდევ: „წყალნი ზესკნელს ცათანი“ (). მოსესგანაც გსმენია, რომ წყალთაგან ერთი ნაწილი ქვემოთ დატოვა, მეორე კი ცათა ზურგს ზემოთ ამაღლებულად ყოფნისთვის განამზადა: უფსკრულის შუაში მყარი განამტკიცა და წყლები ცათა ზურგს ზემოთ დატოვა, რათა იქ დარჩენილიყვნენ. მაგრამ როგორ აქებს ეს ყოველივე ღმერთს, იკითხავდა ვინმე, როცა არც ხმა აქვს, არც ენა, არც სული, არც განსჯა, არც გონება, არც სამეტყველო ორგანო და არც აზრი? იმიტომ, რომ დიდებისმეტყველების ორი გზა არსებობს, მათთან ერთად კი მესამეც: ერთი სიტყვებით აღესრულება, მეორე ხილვით, მესამე კი ცხოვრებითა და საქმეებით....

სრულად ნახვა