მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 131:6

5. ვიდრე ვიპოვიდე ადგილს უფლისათვის, სადგომებს იაკობის ძლიერისთვის.6. აგერ მოვისმინეთ მის შესახებ, ეფრათში, ვიპოვეთ იგი ტყიან ველზე.7. მივიდეთ მის სადგომებში, თაყვანი ვცეთ მის ფეხთა საყრდენს.
ფსალმუნები თავი 131
6. აგერ მოვისმინეთ მის შესახებ, ეფრათში, ვიპოვეთ იგი ტყიან ველზე.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 131-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდე მისი,“ ().

1. ჭეშმარიტი სიმშვიდე და მართალი სიმკაცრე

სხვაგან მხოლოდ წინაპართა ხსოვნის გამო ითხოვენ ხსნას; აქ კი სათნო საქმეებსაც ასახელებენ და ყოველივე სიკეთის მიზეზსაც — ლმობიერებას, თავმდაბლობასა და სიმშვიდეს, რითაც განსაკუთრებით მოსეც იყო საკვირველი. რადგან ამბობს: „და კაცი მოსე მშჳდ იყო ფრიად უფროს ყოველთა კაცთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა“ (). მაგრამ ზოგი მწვალებელი მის ცხოვრებასა და ნათქვამს ეჭიდება და ამბობს: რას ამბობ? ნუთუ უმშვიდესი იყო ის, ვინც ეგვიპტელს ფეხი ჰკრა და მოკლა? ის, ვინც იუდეველები შინაური სისხლისღვრითა და ომებით აავსო? ის, ვინც ნათესავთა მკვლელობები ბრძანა? ის, ვინც ლოცვით მიწა გაყო, ზემოდან მეხები ჩამოიტანა, ზოგნი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის