მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 131:7

6. აგერ მოვისმინეთ მის შესახებ, ეფრათში, ვიპოვეთ იგი ტყიან ველზე.7. მივიდეთ მის სადგომებში, თაყვანი ვცეთ მის ფეხთა საყრდენს.8. აღსდექ, უფალო, განსასვენებლად შენდა, შენა და კიდობანი შენი ძლიერებისა.
ფსალმუნები თავი 131
7. მივიდეთ მის სადგომებში, თაყვანი ვცეთ მის ფეხთა საყრდენს.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 131-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდე მისი,“ ().

1. ჭეშმარიტი სიმშვიდე და მართალი სიმკაცრე

სხვაგან მხოლოდ წინაპართა ხსოვნის გამო ითხოვენ ხსნას; აქ კი სათნო საქმეებსაც ასახელებენ და ყოველივე სიკეთის მიზეზსაც — ლმობიერებას, თავმდაბლობასა და სიმშვიდეს, რითაც განსაკუთრებით მოსეც იყო საკვირველი. რადგან ამბობს: „და კაცი მოსე მშჳდ იყო ფრიად უფროს ყოველთა კაცთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა“ (). მაგრამ ზოგი მწვალებელი მის ცხოვრებასა და ნათქვამს ეჭიდება და ამბობს: რას ამბობ? ნუთუ უმშვიდესი იყო ის, ვინც ეგვიპტელს ფეხი ჰკრა და მოკლა? ის, ვინც იუდეველები შინაური სისხლისღვრითა და ომებით აავსო? ის, ვინც ნათესავთა მკვლელობები ბრძანა? ის, ვინც ლოცვით მიწა გაყო, ზემოდან მეხები ჩამოიტანა, ზოგნი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის