მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 133:1

1. გალობა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნო მსახურნო უფლისა, რომელნიც უფლის სახლში დგახართ ღამღამობით.2. ზეაღაპყარით თქვენი ხელი სიწმიდისაკენ და აკურთხეთ უფალი.
ფსალმუნები თავი 133
1. გალობა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნო მსახურნო უფლისა, რომელნიც უფლის სახლში დგახართ ღამღამობით.
ფსალმუნი 133-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.“ ().

1. წმიდა ლოცვა და უფლის კურთხევა

აქ წინასწარმეტყველმა აღსავალთა ფსალმუნები დაასრულა და სიტყვა კეთილი დასასრულით — ქებითა და კურთხევით — შეკრა. უფლის მონებად კი სურს, რომ ისინი იყვნენ არა მხოლოდ მოძღვრებით, არამედ ცხოვრების წესის ზედმიწევნითობითაც; ამიტომაც დაურთო: „რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.“ (). რადგან უწმიდურსა და ბილწს წმიდა ეზოებში ფეხის შედგმაც კი არ ეძლევა. მაშასადამე, თუ ვინმე შესვლის ღირსია, უფლისადმი კურთხევის აღვლენის ღირსიც არის. რადგან ღვთის სახლი ზეცას ჰგავს; როგორც იქ მოწინააღმდეგე ძალთაგან არც ერთს არ ეძლევა შესვლა, ასევე არც ღვთის სახლშია მათთვის შესვლა დაშვებული.

<span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის