მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 134:3

2. რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა.3. ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია.4. რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი - თავის წარჩინებულად.
ფსალმუნები თავი 134
3. ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია.
ფსალმუნი 134-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა. რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი“ ().

1. ქების მსხვერპლი და ღვთის რჩეული ერი

კვლავ თვითონვე მოუწოდებს ამ მსხვერპლისკენ, რომელიც ქებათა მეშვეობით აღესრულება. რადგან ესეც მსხვერპლია ღმერთისთვის და შესაწირავი. ამიტომ სხვა ადგილასაც ამბობს: „ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა; და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი.“ (). ხოლო სახლსა და ეზოებს ხშირად ახსენებს, რათა ხალხი იმ ადგილს მიამაგროს და განრიდების ნება არ მისცეს. რადგან დასაბამიდანაც სწორედ ამიტომ დაადგინა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის