1.ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიგონებდით შენ, სიონო!2.ძეწნათა შორის ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები.3.რადგან იქ მოგვთხოვეს ჩვენმა დამტყვევებლებმა სიტყვანი სიმღერისა და ჩვენმა მჩაგვრელებმა სიმხიარულე: გვიმღერეთ ჩვენ სიმღერა სიონისა.4.როგორ ვიმღეროთ სიმღერა უფლისა უცხო მიწაზე?5.თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა.6.მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დავაყენო იერუსალიმი ჩემი მხიარულების სათავეში.7.გაუხსენე, უფალო, ედომის შვილებს დღე იერუსალიმისა, როცა ამბობდნენ: დაანგრიეთ, დაანგრიეთ ძირისძირამდე.8.ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს, რაც მოგვიზღე ჩვენ.9.ნეტარია, რომელმანც შეიპყროს და მიახეთქოს ჩვილნი შენნი კლდეს.
„მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი.“ ().
1. ტყვეობის გლოვა და იერუსალიმის ხსოვნა
დიდია ამ კაცთა მონატრება ქალაქისა, დიდია დაბრუნების წადილიც.რადგან, ვიდრე სიკეთეები ხელთ ჰქონდათ, ჭირვეულობასა და კადნიერებაში ატარებდნენ დროს; ხოლო როცა ამ სიკეთეებს მოაკლდნენ, მხოლოდ მაშინ მიეცნენ ნატვრას. <span...
...დამცველებად იქცნენ, როგორც ამის სწავლა იმ ფსალმუნიდან შეიძლება, რომლის მოყვანაც დღეს საჭიროა, რათა ტყვეობის ნაყოფი შეიცნოთ. რომელია ეს ფსალმუნი?„მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი“ ().„ძეწნთა ზედა შორის მისსა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი,“ ().რადგან იქ „მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა“, და ამბობდნენ: „გჳგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა“ ().„ვითარმე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა?“ ().
ხედავ, როგორ მოაკრძალა ისინი ტყვეობამ?რადგან ტყვეობამდე, თუმცა წინასწარმეტყველები განუწყვეტლივ ჩასძახოდნენ, სჯულს ნუ გადააბიჯებთო, იუდეველებმა ეს ვერ აიტანეს; ტყვეობის შემდეგ კი, როცა ბარბაროსები თავს ესხმოდნენ და მბრძანებლე...