მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 144:13

12. რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე, და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა.13. შენი მეფობა მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა თაობებში.14. უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა.
ფსალმუნები თავი 144
13. შენი მეფობა მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა თაობებში.
ფსალმუნი 144-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე.“ ().

1. სულიერი ტრაპეზი და ღმრთის ქება

ამ ფსალმუნს განსაკუთრებით დიდი სიზუსტით უნდა მივაპყროთ ყურადღება. რადგან სწორედ ეს არის ის ფსალმუნი, რომელსაც აქვს ის სიტყვები, რომელთაც საიდუმლოებში განდობილნი გამუდმებით მიაგალობენ და ამბობენ: „თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა“ (). რადგან ვინც ძედ იქცა და სულიერი ტრაპეზით ტკბება, სამართლიანად მართებს მამის დიდება. რადგან ამბობს: „ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა“ (მალაქ 1:6). შენ ძე გახდი და სულიერი ტრაპეზით ტკბები, იკვებები იმ ხორცითა და სისხლით, რომელმაც ხელახლა გშვა; ამიტომ მიუზღე ასეთი დიდი კეთილმოქმედების სამაგიერო, ადიდე ის, ვინც ასეთი რამ მოგმადლა, და...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9. საუკუნო სასუფეველი და სულით ცხება:

...თქვა: რომ იგი დაუსრულებელია (რადგან ამას ნიშნავს: „უკუნითი უკუნისამდე“ ()), რომ დიდებულია, რომ მაღალია, რომ ძლევამოსილი და მტკიცეა. და კვლავ, რომ იგი დაუსაბამოა, როცა ამბობს: „სუფევა შენი სუფევა არს ყოველთა საუკუნეთა“ (). ამრიგად, როგორც საყდარია სასუფევლის სიმბოლო, ასევე კვერთხიც არის ნიშანი სასუფევლისაც და სამსაჯულო ხელმწიფებისაც. ამიტომ ამბობს: „კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა“ (). რადგან იქ წმინდაა სამართლიანობა, წმინდაა სისწორე, იქ არაფერი იჩრდილება. ისმინონ მძვინვარეებმა და გონებადაბინდულებმა; უფრო კი მათზე უარესებმა. ვინ არიან ისინი? ისინი, ვინც ღვთის განგებას ბრალს სდებენ და ამბობენ: „რატომ მოხდა ესა და ეს ასე?“ განა უგუნურება არ არის: ხუროს გვერდით იჯდე და ხედავდე, როგორ ამტვრევს და ხერხავს ხის მასალას, მაგრამ მისგან ა...

სრულად ნახვა