...ა და სიმცირის მიუხედავად, თქვენთვის და თქვენი სარგებლისთვის „მომეცეს მე სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა" (), მისი დიდებისა და ჩვენი აღშენებისთვის. მაშასადამე, მთელი იმედი ზეგარდმო მადლზე დავამყაროთ და შემწეობისთვის მას მოვუხმოთ, ვინც „განაბრძვნის ბრმანი" () და „ენაჲ ძლით მზრახვალი" მკვეთრს ხდის (), და შევუდგეთ ახლახან წაკითხულის განხილვას; და რასაც მისი კაცთმოყვარეობით მოგვანიჭებს, იმასვე წარუდგენთ თქვენ, საყვარელნო. მხოლოდ, გთხოვთ, დაძაბეთ თქვენი გონება და, ყოველგვარი ამქვეყნიური ფიქრი განდევნეთ რა, ყურადღებით ისმინეთ წარმოდგენილი, რათა ჩვენც შევძლოთ სულიერი თესლი თითქოსდა ნოყიერსა და ნაყოფიერ მიწაში ჩავყაროთ, სარეველა ბალახებისა და ეკლებისგან განწმენდილში. „ესე შობანი ნოესი: ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე", — ნათქვამია. ამით გუშინდელი სწავლება დასრულდა; ამიტომ უნდა შემოგთავაზოთ ის, რაც შემდეგ მოსდევს. „და შვნა ნოე სამნი ძენი: სემი, ქამი, იაფეთი", — ნათქვამია. უმიზეზოდ არ მიუთითა საღვთო წერილმა მართლის ძეთა დროზეც და რიცხვზეც; არა, ამითაც მას სურდა ჩვენთვის, თუმცა არა პირდაპირ, ეჩვე...
ლოცვა წმინდა წერილის წაკითხვამდე
1. ადიდეთ უფალი. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.2. ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.3. იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამს ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა.4. ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები.5. ნეტარ არს, ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე.6. რომელმაც შეჰქმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მათშია; რომელიც იცავს ჭეშმარიდ;ერს უკუნისამდე;7. იქმს სამართალს ჩაგრულთათვის; აძლევს პურს დამშეულებს; უფალი ათავისუფლებს ბორკილგაყრილებს.8. უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი მართავს წელმოდრეკილებს, უფალს უყვარს მართალნი.9. უფალი იცავს შემოხიზნულებს, ობოლსა და ქვრივს გაამხნევებს და ბოროტთა გზას გაამრუდებს.10. იმეფებს უფალი უკუნისამდე, შენი ღმერთი, სიონო, თაობებში. ადიდეთ უფალი!