მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 147:9

8. ამცნო თავისი სიტყვა იაკობს, წესები და სამართალნი თვისნი - ისრაელს.9. არ უქნია ეს არცერთი სხვა ერისათვის და მისი სამართალნი არ იციან მათ. ადიდეთ უფალი!
ფსალმუნები თავი 147
9. არ უქნია ეს არცერთი სხვა ერისათვის და მისი სამართალნი არ იციან მათ. ადიდეთ უფალი!
ფსალმუნი 147-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდ, იერუსალჱმ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ,“ ().

1. სიონის დაცვა მშვიდობა და საზრდო

თავის სიტყვას ქალაქისკენ კი არ მიმართავს, არამედ მის მკვიდრთაკენ; ასე იქცევა მთელ წიგნში და იმავეს აკეთებს აქაც. განუწყვეტლივ შეაგონებს და ურჩევს, რომ კეთილმოქმედებათა გამო მადლობა ღმერთს აღუვლინონ და ნდობა არც ნაგებობებზე დაამყარონ, არც ზღუდეთა სიმტკიცეზე, არამედ მის განგებას მიენდონ. როცა ეს აზრი წინასწარ მოამზადა, შემდეგ დასძენს და ამბობს: „რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა,“ (). რას ნიშნავს: „განაძლიერნა მოქლონნი“ ()? უსაფრთხოდ დაგაყენა, ამბობს იგი, და დაუმარცხებლად გაქცია. „აკურთხნა შვილნი შენნი“ (<span...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კურთხევა და ცოცხალთა ქება:

...სვლანი და გამოსვლანი დაიცვა, მათი საქონელი და ფარები გაამრავლა, თავის გამორჩეულ ხალხად და სამეფო სამღვდელოებად უწოდა, რჯული მისცა და წინასწარმეტყველნი მოუვლინა. ამას სხვაგანაც ქადაგებს და ამბობს: „არა უყო ესრეთ ყოველსა ნათესავსა და სამართალნი მისნი არა გამოუცხადნა მათ“ (). სხვაც ამბობს: „რამეთუ რომელი არს ნათესავი დიდი, რომლისაჲმცა უფალი ღმერთი იყო მახლობელ მათა“ ()? „მცირედნი დიდთა თანა“ (). ამბობს, რომ არც ერთი მოდგმა არ ყოფილა კურთხევას მოკლებული, არამედ ეს ყველა მათგანზე ვრცელდებოდა. „შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა“ (). ხედავ კურთხევის სხვა სახესაც - მოდგმის გამრავლებას? ამიტომაც სხვა, ამის საწინააღმდეგოს სასჯელის სახით წარმოთქვამს და ამბობს: „რამეთუ, მეუფეო, შევმცირდით უფროს ყოველთა ნათესავთა და ვართ მდაბალნი ყოველსა შორის ქუეყანასა დღეს ცოდვათა ჩვენთათჳს“ ()....

სრულად ნახვა