მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 150:2

1. ადიდეთ უფალი. ადიდეთ ღმერთი თავის წმიდაში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების მყარში.2. ადიდეთ იგი მისი ძლიერებით, ადიდეთ იგი მისი სიდიადის მრავალგვარობით.3. ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.
ფსალმუნები თავი 150
2. ადიდეთ იგი მისი ძლიერებით, ადიდეთ იგი მისი სიდიადის მრავალგვარობით.
ფსალმუნი 150-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა“ ().

1. ყოველი სულის მადლობითი ქება

სხვა ამბობს: „მის წმიდაში“; კიდევ სხვა: „მის განწმედილში“. აქ ან ხალხზე ამბობს ამას, ან წმიდა ცხოვრებასა და წმიდა კაცებზე. იხილე, როგორ კვლავ მადლობის აღვლენით დაასრულა წიგნი და გვასწავლის, რომ ეს უნდა იყოს დასაწყისიცა და დასასრულიც ჩვენი საქმეებისა და სიტყვებისა. ამიტომ პავლეც ამბობს: „რასაც კი აკეთებთ სიტყვითა და საქმით, ყოველთვის ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას მის მიერ“ ()1. ასევე აქედან იწყება ჩვენი ლოცვის შესავალიც. რადგან „მამაო ჩვენო“-ს თქმა იმათ შეეფერება, ვინც უკვე მიღებული ნიჭებისთვის მადლობს და ამ სახელით ყველა ამ ნიჭზე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის