...თელნო“** (), ჯიუტნი და დაუთმობელნი; წარმართების შემთხვევაში კი საკმარისი აღმოჩნდა უბრალო სიტყვა და მხოლოდ სმენა, და ყველანი მაშინვე მიისწრაფვოდნენ. ამასვე მიანიშნებდა დავითიც, როცა ამბობდა: „ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე“ (); და, გაოცებული იმით, თუ როგორ დაემორჩილა ის ხალხი, ამატებდა: „მორჩილებითა ყურისათა ისმინა ჩემი“ (). ამავე აზრს იაკობიც უფრო საიდუმლოდ წარმოაჩენდა, როცა ამბობდა: „და გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისსა კიცჳ ვირისა მისისაჲ“ (). და მაინც, ვინ უნახავს ვაზის რქაზე გამობმული კვიცი, ვენახთან მდგარი და ნაყოფს რომ არ აფუჭებდეს? პირუტყვებში ასეთი რამ არავის უნახავს, ადამიანებში კი ეს დიდი სიზუსტით აღსრულდა. რადგან იუდეველებმა, უთვალავი საკვრელით შეკრულებმა, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, „ერთბამად შემუსრეს უღელი, განხეთქნეს საკრველნი“ (
ფსალმუნები 17:45
44. მიხსენი ხალხის დავისაგან, დამაყენე ერთა უფროსად, ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახუროს მე.45. ყურის მოკვრითაც მორჩილნი გახდებიან ჩემს წინაშე, უცხო ტომები პირფერულად მომეპყრობიან.46. უცხო ტომები გაილევიან და ათრთოლდებიან თავიანთ სიმაგრეებში.
ფსალმუნები თავი 17