მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 18:6

5. და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; გმირივით ხარობს გარბენას გზისას.6. ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა - მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.7. რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს.
ფსალმუნები თავი 18
6. ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა - მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს“ (3,6).:

...რამეთუ არ-ღარა არს ჩუენ ზედა შობაჲ ვნებული, არამედ საიდუმლოჲ წყლისაგან და სულისა წმიდისა, რამეთუ ვითარცა საშოჲ დედისაჲ არს ჩჩჳლისა საყოფელ და მზრდელ, ეგრეთვე წყალი საშოჲ არს, მზრდელი მორწმუნისაჲ, რომელი ნათელ-იღებდეს. რამეთუ ვითარცა-იგი თქუმულ არს მზისათჳს, ვითარმედ: „ვითარცა სიძჱ გამოვალნ სასძლოჲთ თჳსით“, ესევე ჯერ-არს თქუმად მორწმუნეთათჳს ნათელღებულთა, აღმო-რაჲ-ვიდოდიან წყლისაგან, რამეთუ ფრიად უმეტესი ბრწყინვალებაჲ აქუს მათ, ვიდრე მზესა. გარნა რომელი-იგი საშოსა შინა იშვებოდის, ჟამისა სიგრძე უჴმს, ხოლო წყალსა შინა არა ესრეთ, არამედ წამსა შინა იქმნების ყოველივე, რამეთუ სადა-იგი მოკუდავი არს ცხორებაჲ და ჴრწნილებისაგან არს დაწყებაჲ, მუნ ჟამისა სიგრძე საჴმარ არს, რამეთუ ესრეთ არს ჴორციელი საქმჱ, ჟამისა სიგრძესა სრულ იქმნების, არამედ სულიერი არა ესრეთ არს.

გარნა ვინაჲთგან ნიკოდემოს ამათ ესევითართა სიტყუათა ზედა შეძრწუნებულ იყო, იხილე, ვითარ გამოუცხადებს მას სიდიდესა მას საიდუმლოჲსასა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „შობილი იგი ჴორცთაგან ჴორც არს, და შობილი იგი სულისაგან სულ არს“. სრულიად შორს-ჰყოფს მას ჴორციელთაგან, რაჲთა არღარა თუალითა ჴორციელითა ეძიებდეს საქმეთა მათ ხილვად, რამეთუ ეტყჳს, ვითარმედ: არა ჴორცთათჳს, არამედ სულისათჳს ვიტყჳ, ჵ...

სრულად ნახვა