...ია ეს საიდუმლო. „იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა“ (). მთელ სამყაროში გაისმა და ირწმუნეს; ამას ცხადყოფს წინასწარმეტყველი, როცა ამბობს: „ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი“ (). ნურასოდეს იფიქრებ, თითქოს ეს უბრალო შიშველი სიტყვები იყოს; რადგან ასე არ არის, არამედ გამოუთქმელი საქმეებით არის სავსე. „ამაღლდა დიდებითა“ (); ესე იგი, ღრუბლებზე. ამბობს: „ესე იესო, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ“ (). შეხედე ნეტარი პავლეს გონიერებას.
როცა დიაკონიის ღირსყოფილებს უნდა შეაგონოს, რომ ღვინით უზომოდ არ გაძღნენ, არ თქვა: ნუ დათვრებითო, არამედ: „ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ“ (). სამართლიანადაც; რადგან თუ საწმიდარში შ...