მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 32:15

14. თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.15. მან შეჰქმნა გული თითოეულისა, და სწვდება ყველა მათ საქმეს.16. მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა.
ფსალმუნები თავი 32
15. მან შეჰქმნა გული თითოეულისა, და სწვდება ყველა მათ საქმეს.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იყო იერუსალჱმს პასექსა მას დღესასწაულსა, მრავალთა ჰრწმენა მისი“ (2,23).:

...რამეთუ არა უჴმდა მას წამებაჲ კაცისაგან, არამედ ყოველივე თჳთ იცოდა3 და გულთა მათთა ჰხედვიდა. ამისთჳსცა არა ჰრწმენნეს სიტყუანი მათნი და ამისთჳს არა მიანდობდა თავსა თჳსსა, ვითარცა მტკიცე-თა ვიეთმე, რამეთუ რწმუნებაჲ სიტყუათაჲ კაცისაჲ არს, ხოლო ხედვაჲ გულთაჲ მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს, „რომელმან დაჰბადნა გულნი“; რამეთუ იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „შენ უწყნი გულნი მხოლომან“. არა უჴმდეს უკუე მას მოწამენი, რაჲთამცა ცნნა გულნი მის მიერ დაბადებულთანი, რომელმან-იგი იცნის ყოველნი მომავალნი და უხილავნი, და მათიცა ადვილად შეცვალებაჲ ბოროტისა მიმართ იცოდა და ამისთჳს „არა არწმუნებდა მათ თავსა თჳსსა“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, ნიკოდემოს სახელი მისი, მთავარი ჰურიათაჲ. ესე მოვიდა მისა ღამე“ (3,1-2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე შორისცა სახარებასა ჩანს, ვითარმედ იღუწიდა ქრისტესათჳს, რამეთუ ეტყოდა მათ, ვითარმედ: „შჯული ჩუენი არავის შჯის, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან“. და კუალად ჟამსა ვნებისასა ფრიადი მოღუაწებაჲ აჩუენა, რამეთუ მოვიდა ღამით ნიკოდემოსცა და მოიღო მური და ალოჲ ასი ლიტრაჲ,

სრულად ნახვა