...ამრიგად, აქაც, როგორც ხილულ ბრძოლებში, ზეგარდამო შეწევნა გვჭირდება. რადგან ამბობს: „არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თჳსითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისაჲთა. ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თჳსითა არა განერეს“ (). ასე მართლაც მრავალნი მტრებს უკუაქცევდნენ, რადგან წინ მიუძღოდათ ლოცვები, რომლებიც მტრულ რაზმებს ამხობდნენ. „წყალობაო ჩემო და შემწეო ჩემო, და მჴსნელო ჩემო“ (). ხედავ, კვლავ როგორ ითხოვს, ღვთის კაცთმოყვარეობით ცხონდეს? უფრო მეტიც, აქ სხვა რამესაც მიანიშნებს. ამით აჩვენებს და ამბობს, რომ თვით ამ წყალობის ღირსიც არ ვიქნებოდი, ღმერთს თავად რომ არ მოეხედა. ამიტომ ამბობს: თვითონ არის „წყალობაო ჩემო“ (); მე კი ეს წყალობა ჩემი საქმეებით არ მომიპოვებია. რადგან, თუმცაღა წყალ...
15. მან შეჰქმნა გული თითოეულისა, და სწვდება ყველა მათ საქმეს.16. მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა.17. უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხსნის.
ფსალმუნები თავი 32