მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 35:7

6. სიმართლე შენი, ვითარცა მთები უფლისა, სამართალი შენი ღრმაა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ შველი, უფალო.7. რადგან ძვირფასია შენი წყალობა, ღმერთო და ადამის ძენი შენს ფრთათა ქვეშ აფარებენ თავს.8. დაპურდებიან შენი სახლის ცხიმით და შენთა სიტკბოთა ხევიდან შეასვამ მათ.
ფსალმუნები თავი 35
7. რადგან ძვირფასია შენი წყალობა, ღმერთო და ადამის ძენი შენს ფრთათა ქვეშ აფარებენ თავს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სამსჯავრო, სულგრძელება და მომავალი ანგარიში:

...ყველანი ანგარიშს აბარებენ. მაშ, აქ სიმართლის ძიება ასეა განფენილი ქალაქშიც, სახლებშიც და თითოეულ ადამიანთანაც; ხოლო იქ, სადაც წერია: „სიმართლითა სავსე არს მარჯუენე შენი“ () და „სიმართლენი შენი, ვითარცა მთანი ღმრთისანი“ (), იქ ნუთუ სიმართლის არავითარი ანგარიში არ არის?

და როგორ ითმენს „ღმერთი მართლმსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ“ (), და სასჯელებს არ ითხოვს? აი, აქ გაქვს მიზეზი: სულგრძელია, ამბობს, და სულგრძელებით სინანულისკენ გიზიდავს; ხოლო თუ ჯიუტად დარჩები, „ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა“ (). ამრიგად, თუ მართალია, ღირსებისამებრ მიუზღავს და უსამართლოდ დატანჯულებს შურისგების გარეშე არ დატოვებს; რადგან ეს მართლის საქმეა. თუ ძლიერია, სიკვდილის შემდეგაც მიუზღავს და აღდგომისასაც; რადგან ეს ძლიერის საქმეა. ხოლო თუ სულგრძელი...

სრულად ნახვა