მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 37:4

3. არ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო; არ არის მშვიდობა ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო.4. რადგან ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემგან.5. აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურობის გამო.
ფსალმუნები თავი 37
4. რადგან ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემგან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მა: ვითარმედ არარაჲ ესრეთ განაბრძნობს კაცსა, ვითარ სათნოებაჲ, და ვითარმედ ყოველი ბოროტი უკეთურებისაგან მიიღებს დასაბამსა:

...ბრძნეს? რამეთუ წყაროჲ და ძირი სიბრძნისაჲ სათნოებაჲ არს, ვითარცა-იგი ყოვლისა უკეთურებისა დაწყებაჲ უგუნურებისაგან არს, რამეთუ ამპარტავანი და მრისხანე ნაკლულევანებისაგან ცნობისა იძლევის ვნებათა მათგან. ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელი იტყოდა: „არა არს კურნებაჲ ჴორცთა ჩემთაჲ პირისაგან უგუნურებისა ჩემისა“, რაჲთამცა გჳჩუენა, ვითარმედ ყოველი ცოდვაჲ დაწყებასა უგუნურებისაგან მიიღებს, და სათნოჲ და მოშიში უფლისაჲ უბრძნეს ყოველთასა არს, რამეთუ „დასაბამი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ“. ; და ვინაჲთგან სიბრძნჱ შიში უფლისაჲ არს, ხოლო უკეთურსა შიში უფლისაჲ არა აქუს, სიბრძნისაგან სამე გამოჴუებულ არს და უუგუნურეს არს ყოველთასა.

და მრავალნი უკეთურთა ბრძნად უწოდენ, რამეთუ ავნებენ სხუა-თა ჴელოვნად, და არა იციან, ვითარმედ ესე არს დიდი უგუნურებაჲ, რამეთუ რომელი სხუასა ავნებდეს, არა მას ავნებს, არამედ თჳსსა გულსა განსწონს მახჳლსა და ვერ გულისხმა-ჰყოფს, და ესე არს დიდისა უგუნურებისა სასწაული. არამედ ჩუენ ნუმცა ჭირვეულთა და სხუა-თაგან ვნებულთა სახელს-ვსდებთ უბადრუკად, არამედ უფროჲსად მავნებელთა და მაჭირვებელთა მათთა, რამეთუ იგინი არიან ვნებულნი, რომელნ...

სრულად ნახვა