...სიმბოლოს იძლეოდნენ, რადგან მღვდელმა კეთილი სურნელი უნდა აფრქვიოს. ცოდვაზე უფრო მყრალი კი არაფერია.
შეხედე, როგორ გამოხატავს მის ბუნებას წინასწარმეტყველი. „შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი" (). ვინაიდან ცოდვა ნამდვილად ლპობაზე უარესი და მასზე უფრო მყრალია. აბა მითხარი, სიძვაზე უფრო მყრალი რა არის? თუკი მისი ჩადენისას ამას ვერ გრძნობ, წარმოიდგინე, რა არის ცოდვა ჩადენის შემდეგ; მაშინ იხილავ მის სიმყრალეს, მაშინ — მიწებებულ არაწმიდებას, მაშინ — შებილწებას, მაშინ — სიბილწეს. ასეთია ყოველი ცოდვა: ჩადენამდე რაღაც სიამოვნება აქვს; ხოლო მისი აღსრულების შემდეგ, ერთი მხრივ, სასიამოვნო წყდება და ჭკნება, მეორე მხრივ კი მწუხარე და პირქუში რამ შემოდის. სიმართლე კი — პირიქით: დასაწყისში შრომები აქვს, ხოლო ბოლოში — სიამოვნება და განსვენება. ერთი მხრივ, იქ სიამოვნებაც ვერ ხდება სიამოვნებად სირცხვილისა და სასჯ...