მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 4:8

7. შენ მიეცი სიხარული ჩემს გულს უფრო მეტი, ვიდრე მათია პურის და მაჭრის სიუხვისას.8. მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად.
ფსალმუნები თავი 4
8. მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად.
ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა.“ ().

1. სიმართლე და ლოცვის შესმენის კადნიერება

წინასწარმეტყველი ამას იმისთვის კი არ ამბობს, რომ მხოლოდ ის გავიგოთ, რომ იგი შესმენილ იქნა, არამედ იმისთვის, რომ ვისწავლოთ, როგორ შევძლებთ ჩვენც, როცა ღმერთს მოვუხმობთ, სწრაფად შესმენილნი ვიყოთ და ლოცვის დასრულებამდე მივიღოთ თხოვნილი. რადგან არ უთქვამს: „მას შემდეგ, რაც მოვუხმე, შემისმინა“, არამედ: „ჩემი მოხმობისას“. რადგან თვით ღმერთის დაპირებაც ასეთია, როცა იგი სადღაც მის მომხმობელს ეუბნება: „მერმე იტყოდიღა შენ, გრქუას: აჰა, აქა ვარ“ (). რადგან ღმერთს ჩვეულებრივ სიტყვათა სიმრავლე კი არ არწმუნებს, არამედ სუფთა სული და კეთილ საქმეთა წარმოჩენა. ამიტომ, იხილე, რას ამბობს იგი მათ მიმართ, ვინც ბოროტებაში ცხოვრობს, მაგრამ სიტყვათა სიგრძით მის მოლბობას ელის....

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის