მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 4:7

6. მრავალნი ამბობენ: ვინ გვიჩვენებს სიკეთეს? გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო!7. შენ მიეცი სიხარული ჩემს გულს უფრო მეტი, ვიდრე მათია პურის და მაჭრის სიუხვისას.8. მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად.
ფსალმუნები თავი 4
7. შენ მიეცი სიხარული ჩემს გულს უფრო მეტი, ვიდრე მათია პურის და მაჭრის სიუხვისას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვსცე ნიშებ ცათა შინა და სასწაულ ქუეყანასა ზედა, სისხლი და ცეცხლი და არმური კუამლისაჲ (2,19).:

...მთხუევისაჲთა, რომელი-ესე არს თავ ყოველთა წინაჲსწარმეტყუელებათა.

და ვსცე ნიშებ ცათა შინა და სასწაულ ქუეყანასა ზედა, სისხლი და ცეცხლი და არმური კუამლისაჲ (2,19).

თარგმანი: რომელთა შეიმოსონ ხატი იგი ზეცისაგანისაჲ, იგინი ჴმობენ ნიშისათჳს ცხოველსმყოფელისა ჯუარისა: "გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისაჲ, უფალო" () რამეთუ ჯუარ-ცუმითა მეუფისაჲთა იხილვა სასწაული ქუეყანასა ზედა. რაჟამს ყოველთა წარმართთა დაუტევნეს მამულნი ღმერთნი და წესნი და იცნეს ჭეშმარიტი ღმერთი და კაცი - უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, და განიბანნეს სისხლითა, გუერდით მისით გარდამოსრულითა, რომელი-იგი ჭეშმარიტად სასწაულ არს ქუეყანისა, რამეთუ არასადა იქმნების გუამით მკუდრისაჲთ გარდამოსლვაჲ სისხლისაჲ, რამეთუ შეყინებულ არს. ხოლო მაცხოვრისა ჩუენისა ქრისტესსა მო-რაჲ-ვიდეს მჴედარნი და იხილეს, რამეთუ მომკუდარ იყო, ლახურითა უგუმირეს გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი, საცნაურ-ყოფად, ვითარმედ არა ლიტონი კაცი არს, არამედ ჭეშმარიტად ღმერთი და კაცი. ხოლო ცეცხლ არს ენებითა ცეცხლისაჲთა გარდამოსრული იგი მადლი მოციქულთა ზედა, რომელსა მიიღებენ მორწმუნენი. ხოლო ურწმუნოთა ზედა დაუშთების კუამლი, რაჲთა რომელთა ნათლისა მიმართ საღმრთოჲსა დაიყვნეს თუალნი, მათ არმური სიბნელისაჲ მიიღონ...

სრულად ნახვა