...ალო, შევიყუარე შუენიერებაჲ სახლისა შენისაჲ და ადგილი წმიდაჲ, საყოფელი დიდებისა შენისაჲ“;2 „რამეთუ სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო ძლიერო და ცხოელო. ოდეს-მე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა? ხოლო მე ესე მოვიჴსენე და ნუგეშინის-ვეც სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილი საყოფელი საკჳრველი სახლსა ღმრთისასა“. მუნ არს ჴმაჲ გალობისა და აღსარებისაჲ, ჴმაჲ ზატიკობისა მის საუკუნოჲსაჲ, მუნ არს ნათელი და სიხარული დაუსრულებელი და ხილვაჲ პირისა ღმრთისაჲ, რომელ-ესე უაღრესი არს და უზეშთაესი ყოველთა მათ კეთილთა და საშუებელთა სასუფეველისათა.
ამის სავანისათჳს იტყოდა მოციქული, ვითარმედ: „მსურის წარსლვაჲ და ქრისტეს თანა ყოფაჲ, რამეთუ მაქუს ჩუენ აღშენებული ღმრთისა მიერ სახლი ჴელითუქმნელი, საუკუნე ცათა შინა; რამეთუ ამისთჳს ვკუნესით, საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის“.
ამის სავანისათჳს ეტყოდა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე: „მამაო, რომელნი მომცენ მე, მნებავს, რაჲთა სადაცა მე ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემ თანა, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა“. ამისთჳს ეტყჳს მეუფე მარჯუენითთა მათ: „მოედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებულ...