...ან წამალი ვერ მიიღოს. მაგალითად, ცხოვრებისეული მწუხარე გარემოებებით დაბეჩავებული ვინმე მოდის აქ, რომელთაგან დარდს მიეცა? მოსულმა მყისვე მოისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები: «რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა» () — და საკმარის ნუგეშს მიიღებს, დარდისგან სრულად თავისუფალი წავა აქედან. სხვა მწუხარებს და დარდობს, უკიდურესი სიღარიბით დატვირთული და ხედავს, როგორ არიან სხვები სიმდიდრით, ფუფუნებითა და ბრწყინვალებით გარშემორტყმულნი; მაგრამ ისიც ისმენს იმავე წინასწარმეტყველის სიტყვებს: «მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა სცეს შერყევაჲ უკუნისამდე მართალსა» (), და კიდევ: «ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა; რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდებაჲ მისი მის თანა» (). კიდევ სხვა დარდობს, სხვებისგან შეურაცხყოფასა და ცილისწამებას იტანს და ცხოვრებას აუტანლად მიიჩნევს, რადგან არსაიდან ადამიანურ დახმარებას ვერ იღებს; მაგრამ ისიც იმავე ნეტარი წინასწარმე...
ფსალმუნები 41:6
5. რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის.6. ღმერთო ჩემო, დაღვრემილია სული ჩემი: ამიტომ გიხსენიებ იორდანისა და ხერმონის მიწიდან, მიცყარის მთიდან.7. უფსკრული უფსკრულს გასძახის შენი სადინარების ხმით; ყველა ტალღამ და ზვირთმა შენმა ჩემზე გადაიარა.
ფსალმუნები თავი 41