მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 41:5

4. ამის გახსენებაზე სული მეღვრება, რადგან ვიდოდი ხალხის გროვაში, მათთან ერთად მივდიოდი უფლის სახლამდე მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით.5. რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის.6. ღმერთო ჩემო, დაღვრემილია სული ჩემი: ამიტომ გიხსენიებ იორდანისა და ხერმონის მიწიდან, მიცყარის მთიდან.
ფსალმუნები თავი 41
5. რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 121-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. იერუსალიმის მონატრება და ტაძრის კრება:

...ივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?“** () და კვლავ: „მოგიჴსენო შენ ქუეყანით იორდანით და ერმონით, მთით მცირით“ (); და კიდევ: „ხოლო მე ესე მოვიჴსენი და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა“ (). რა გაიხსენე, მითხარი? „რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკჳრველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა“ (). ესე იგი: გავდიოდი გუნდებს, დღესასწაულებრივ კრებულებსა და იმ ღვთისმსახურებას. „იდგნენ ფეხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო!“ (). სხვა მთარგმნელი ამბობს: „გავიხარე, როცა მითხრეს: უფლის სახლში მოვედით; დადგნენ ფეხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო“. ხედავ სიამის სიჭარბეს? თითქოს თვით საქმეებით ტკბებოდნენ, სიტყვების გაგონებაზეც ხარობდნენ და დიდი ნატვრით ეხვეოდნ...

სრულად ნახვა